logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის 20 წლით უკან დახევა იქნება
- +

25 იანვარი. 2021. 12:25

 

 

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა, თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა“, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რევოლუციურ სცენარებზე საუბარი არასერიოზულად ჩანს, თუმცა დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.

 

„ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, გარკვეული პერიოდი საცივში გქონდა თავი ჩაყოფილი და ახლა, თავი ამოყავი თუ არა საცივიდან ინდივიდუალურად ადასტურებ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ეს ერთი მხრივ, ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს, მაგრამ სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დაარქმევს, დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანებს რადიკალიზმის მიღმა არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მიხარია, რომ გამჭვირვალე არჩევნებმა რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა და თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner