logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ბოლომდე მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნქცია, რაც მათ პარლამენტმა კონსტიტუციურად დააკისრა
- +

25 იანვარი. 2021. 12:39

 

 

„ოპოზიციას ბოლომდე მივცემთ საშუალებას, სამართლებრივ მექანიზმს, შესაძლებლობას, რომ აღარ დარჩეს სპეკულაციის ადგილი, რათა გამოიყენონ ის ფუნქცია, რაც მათ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურად დააკისრა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი თითოეული ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ცალ-ცალკე განიხილავს.

 

„აქ ორი კომპონენტია - პოლიტიკური მდგენელი და სამართლებრივი, პროცედურული ხასიათის. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ დაზიანდეს. ჩვენ საპარლამენტო ოპოზიციას მაქსიმალურად ვაძლევთ საშუალებას, რომ დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა. ასევე ცნობილია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები სრულ თანხვედრაში არიან „ქართული ოცნების“ პოზიციასთან, რაც საპარლამენტო ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ სამართლებრივ მექანიზმებს ბოლომდე მივცემთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ თავიანთი როლი შეასრულონ. მეორე მხრივ, მკაცრად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა განცხადებები სხვადასხვა დროს დაწერეს. ვადები არის სხვადასხვა. რეგლამენტის მიხედვით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამას სკრუპულოზურად სწავლობს და მკაცრად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner