logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, ამოყავი თუ არა თავი საცივიდან და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ძალიან არასერიოზული და სასაცილოა
- +

25 იანვარი. 2021. 12:57

 

 

„ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია და სრული სერიოზულობით რომ განიხილავ, გარკვეული პერიოდი თავი საცივში რომ გქონდა ჩადებული, ამოყავი თუ არა თავი საცივიდან და ამის შემდეგ, რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ძალიან არასერიოზული და სასაცილოა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

წილოსანის თქმით, ნებისმიერი რევოლუციური სცენარი ქვეყნის 10-15-20 წლით უკან დახევას ნიშნავს და თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობაა.

 

„სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დაარქმევს. დესტაბილიზაციის და ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად აღიკვეთება. მეორეს მხრივ, ამ ადამიანებს რადიკალიზმის გარდა, არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ. ძალიან მიხარია, რომ სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა ასეთ რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი მათ მიდგომებს აუცილებლად გადახედავს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner