logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდება
- +

25 იანვარი. 2021. 14:48

 

 

„ქართული ოცნების“ ჯგუფი ორიენტირებულია, მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს, სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ ჯგუფად გაერთიანდნენ და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.

 

„ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner