logo_geo
eng_logo
პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა
- +

25 იანვარი. 2021. 14:50

 

 

„საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მიმდინარე კვირაში, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეიკრიბება. პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში უკვე დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ დაწესებულების დაშვებული შეცდომით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner