logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: მოლაპარაკების კარი ღიაა, თუმცა, რჩება წითელი ხაზები
- +

26 იანვარი. 2021. 10:40

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არსებობს წითელი ხაზები. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, კონსტრუქციული შეხვედრისთვის „ქართული ოცნებაც“ მზადაა.

 

„ჩვენ სულ ვაცხადებდით ამას და კვლავ შეგვიძლია იგივე განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებობს წითელი ხაზებიც, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება, მით უმეტეს დღევანდელი მოცემულობით, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა თეორიულ დონეზეც კი არ დარჩა იმის, რომ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი არსებობდეს კიდევ ბოიკოტის გაგრძელების“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ არსებობს.

 

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.

 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner