logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია რევოლუციაზე ოცნებას ვერ ეშვება, ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა
- +

26 იანვარი. 2021. 12:49

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიები რევოლუციაზე ოცნებას ვერ ეშვებიან.

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას თან ეშინია რევოლუციის ხსენების.

 

„რევოლუციას წინ ხან მშვიდობიანს ურთავენ, ხან სხვა ზედსართავებს ამატებენ და მაინც ვერ ეშვებიან ოცნებას, რომ რევოლუცია მოაწყონ. ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დამთავრდა.

 

ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. შესაბამისად, არჩევნები, რომელიც ჩატარდა ხალხის ნების გამომხატველი იყო“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner