logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილს არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს
- +

26 იანვარი. 2021. 12:58

 

„ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ დიდიხანია დესტრუქციულ ნაწილს ვეძახით, არ სურთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიზანია, მოლაპარაკების დროს შეთანხმება არ შედგეს.

 

„ისინი ყველას, ვინც ამ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პოზიციას იჭერენ, მათ მიმართ ხდებიან აგრესიულები, აშანტაჟებენ მათ, აბულინგებენ, ამუნათებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ანუ მათი მთავარი მიზანია, რომ არ იქნას მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner