logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს
- +

26 იანვარი. 2021. 15:31

 

„ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს ჩვენთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ნებისმიერი ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე გავაჟღეროთ, დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოსთვის არის მიშვნელოვანი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ, ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს.

 

„გუშინდელი შეხვედრის დროსაც, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მთლიანად საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner