logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, ოპოზიციას სურს, მანდატების საკითხი გამოიყენოს დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით
- +

26 იანვარი. 2021. 16:11

 

 

„ოპოზიციას სურს, ეს საკითხი გამოიყენოს არა სამართლიანობისთვის, არამედ დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით, ასევე საკუთარი თავის უფლებააყრილად წარმოჩენის მიზნით“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

ვოლსკის თქმით, წინასწარ ვერ ისაუბრებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი მანდატებთან დაკავშირებით.

 

„ვფიქრობ, ოპოზიციას სურს, ეს საკითხი გამოიყენოს არა სამართლიანობისთვის, არამედ რაღაც დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით და ასევე საკუთარი თავის უფლებააყრილად წარმოჩენის მიზნით. მთლიანობაში, საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით. წინასწარ ვერ გეტყვით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩემი მოსაზრებები ამ კითხვებზე პასუხის გაცემასთან არის დაკავშირებული. ფაქტია, საერთაშორისო დონეზე მკაცრი მოთხოვნაა, რომ პარლამენტში იყოს მუშაობა და არა პირიქით, დაპირისპირების ეს ხარისხი იყოს შენარჩუნებული პოლიტიკურ ველზე.

 

დასავლეთის სერიოზული დაინტერესება არის სტაბილურობაში, რომელიც მათ მოკავშირე ქვეყანაში უნდა იყოს იმ მისწრაფებების საპირისპიროდ, რომელიც გააჩნია ოკუპანტ ან რეგიონში რაღაც ძალთა ბალანსის შეცვლის მსურველ ძალას. ამ თვალსაზრისით არ გამოიკვეთება პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ჩვენი ბრძოლა, არამედ დაპირისპირების ხარისხი გაცილებით უფრო მასშტაბური და დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტნიორები ითხოვენ, რომ პარლამენტში ნორმალური პროცესი გაგრძელდეს, თუნდაც მწვავე დაპირისპირების“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

https://1tv.ge/news/gia-volski-vfiqrob-opozicias-surs-mandatebis-sakitkhi-destruqciuli-procesebis-ganvitarebis-mimartulebit-saqartvelos-interesebis-dazianebis-miznit-gamoiyenos/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner