logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: იმედი გვაქვს, მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება - მთლიანად ოპოზიცია თუ არა, ერთი ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში
- +

26 იანვარი. 2021. 17:48

 

„ჩვენ არსად წავსულვართ მოლაპარაკების მაგიდიდან, პირიქით, სულ იმას ვამბობთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერი კონსტრუქციული გადაწყვეტილებისთვის მოლაპარაკებაზე“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას.

 

კახიანი იმედოვნებს, რომ მეხუთე რაუნდი შედგება და შედეგი იქნება, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც მიიღებს პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას.

 

„რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც არაფერი შეცვლილა, პირიქით - მგონია, რომ სურათი შეიცვალა იმ პოზიციის სასარგებლოდ, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უბრალოდ არის არარელევანტური. მზად ვართ, მომდევნო რაუნდისთვის. ჩვენი მოსაზრებები ცნობილია. ყველამ იცის, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი. იმის იქით ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც კონსესუსის მიღწევა შეიძლება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შედეგი იქნება ის, რომ მთლიანად ოპოზიცია თუ არა, ერთი ნაწილი მაინც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა კახიანმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს, კახიანი ამბობს, რომ უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებებია.

 

„უმრავლესობის შიგნით არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა შეუწყდეთ მანდატები. არის განსხვავებული მოსაზრებებიც, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს“, - განაცხადა კახიანმა.

 

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას“ მიმართეს, „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა“.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/639105-giorgi-kaxiani-imedi-gvakvs-mexute-raundi-shedgeba-da-konkretuli-shedegit-dasruldeba-mtlianad-opozicia-tu-ara-erti-nacili-mainc-miigebs-monacileobas-saparlamento-sakmianobashi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner