logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცია, ჯარი და სასამართლო პოლიტიკისგან სრულად გავმიჯნეთ
- +

22 თებერვალი. 2021. 17:47

 

 

„ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტები - პოლიცია, ჯარი და სასამართლო პოლიტიკისგან სრულად გავმიჯნეთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, ნებისმიერი სამართალდარღვევა იქნება კანონის ფარგლებში მკაცრად დასჯადი.

 

„ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტები - პოლიცია, ჯარი და სასამართლო პოლიტიკისგან სრულად გავმიჯნეთ. დღეს გვსაყვედურობენ, რომ სასამართლო თურმე, კლანის მიერ იმართება, რაც აბსოლუტური სიცრუეა. კარგად ვიცით, რა ვითარებაში იმართებოდა სასამართლო სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები მე არ მომისმენია მათ შორის არც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ვაფასებთ მათ რეკომენდაციებსა და რჩევებს, ბუნებრივია, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. არცერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მით უმეტეს ისეთ მოკლე პერიოდში, რა გზაც ჩვენ გავიარეთ, ჩვენი მმართველობლის 8 წელს ვგულისხმობ. იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურ გამოწვევებთან და საბოტაჟთან გვიწევდა გამკლავება, ჩვენ გვეყო მტკიცე ნება და სურვილი და რეალური გადაწყვეტილებები მივიღეთ იმისთვის, რომ რეალურად გაგვეთავისუფლებინა პოლიტიკური წნეხისგან სასამართლო, პოლიცია, ჯარი თუ უსაფრთხოების სამსახურები. დღეს პოლიცია ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურშია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, ნებისმიერი სამართალდარღვევა იქნება კანონის ფარგლებში მკაცრად დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე. თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი და ამავდროულად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ვალდებული ვართ, დავიცვათ კანონი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner