„როდესაც პრემიერის განცხადებების სიხისტეზე საუბრობენ, გაიხსენონ იმ მხარის განცხადებებიც, რომელმაც წლების განმავლობაში სიტუაცია სადისტურად მართა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა.
„დღესაც გვემუქრებიან იმითი რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი და უალტერნატივო გზა რომელსაც ისინი მიმართავენ. მოლაპარაკებებზე რიტორიკული განცხადება არაფერს ნიშნავს, ფაქტია რომ მოლაპარაკებების მხარდამჭერი არ არის ის მხარე. ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დაბალანსებულია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.