logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მცდელობის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფეხის დადებას მიჩვეულები არიან
- +

23 თებერვალი. 2021. 13:19

 

„სწორედ ეს არის მიზანი, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მცდელობის დროს, ლეგიტიმური და ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, მცდელობის დროს ჩვენ გვქონდეს შეფერხებები. საბოლოოდ ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ ფეხის დადებას მიჩვეულები არიან.2008 წლიდან მოყოლებული, თავისივე მმართველობის დროს განსაკუთრებით და შემდეგ პერიოდშიც, ამას აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ნიკა მელიას რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ სახელმწიფო ამ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, უბრალოდ კანონს დაქვემდებარებოდა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არ გასულიყო, ეს განცხადებაც ხომ არ იქნებოდა. ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება, მაგრამ დეტალურად ჩვენ შევეცდებით ჩვენი საერთაშორისო ყველა პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი. ეს არის ყველაზე მთავარი და კანონის აღსრულების და ამის პოზიტიურად გადაწყვეტის გზა არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner