„სააკაშვილი უკრაინიდან პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს, როგორ უნდა სასამართლოზე შეტევა, პოლიციელების დატერორება, აქ ჩვენ გვაქს გამოცხადებული ქრონიკა იმისა, თუ როგორ უნდა ჩამოიქცეს სახელმწიფო და არც ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც იმ ოფისში იკრიბება, არ დასვა ერთი შეკითხვა, არის კი ეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.
„ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე უარი იმიტომ თქვა, რომ იციან, არჩევნები არ გაყალბებულა და ეს რევოლუციისა და გადატრიალების სცენარს იურიდიულად წერტილს დაუსვამდა. ამის შემდეგ წავიდნენ ისინი ამ გამწვავებაზე. სახელმწიფოს წინაშე დადგა ასეთი არჩევანი - ან შევინარჩუნებდით ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ან მუდმივად დავრჩებოდით ჰიბრიდული ომის ქვეშ მყოფ ჰიბრიდულ არშემდგარ სახელმწიფოდ, არშემდგარი დემოკრატიით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.