logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზე: ვდგამთ ნაბიჯებს, რათა უკეთესად განვმარტოთ, რა დილემის წინაშე აყენებდნენ პროვოკაციული ძალები სახელმწიფოს
- +

23 თებერვალი. 2021. 13:54

 

„ბუნებრივია, კრიტიკა მოდის და ამ კრიტიკას ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ამ კრიტიკის საპასუხოდ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო კარგად მოხდეს განმარტება, რომ თუ რა დილემის წინაშე აყენებდნენ პროვოკაციული ძალები სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სტრატეგიული მიღწევის გზაზე. ჩვენ ჩვენს სიმართლეს და პოზიციას მაქსიმალურად გავუზიარებთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო ბოლომდე თავშეკავებული იყო, ამაზე მეტი თავშეკავებულობის რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს.

 

„საქართველოს კურსი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე არის უცვლელი, სამწუხაროა, რომ ამ გზაზე ყოველთვის, ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა ოპოზიციაში, ყოველთვის შედეგი დგებოდა - მოგებული რჩებოდა რუსეთის ფედერაცია, რადგან მათი პროვოკაციული პოლიტიკის შედეგად სუსტდებოდა სახელმწიფო, დამარცხებული გამოდიოდა საქართველო და გამარჯვებული ყოველთვის ოკუპანტი გამოდიოდა. იგივე მიზნის მიღწევა ნაწილობრივ შეძლეს და ეს იმ განცხადებაშია ასახულია, მაგრამ ჩვენ დავაზღვიეთ სახელმწიფო იმისგან, რომ ის არ ჩამოშლილიყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner