logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ნიკანორ მელიამ საკუთარი ქმედებით სახელმწიფოს დაუტოვა ერთადერთი უალტერნატივო გზა: აღესრულებინა სასამართლო განჩინება
- +

23 თებერვალი. 2021. 14:26

 

„შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით“, - ამ სიტყვებით ეხმაურება უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

 

დავით მათიკაშვილის თქმით, შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, რისთვისაც ის შს მინისტრსა და სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

 

„საქართველო ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ განვითარებაზე, რაც უსამართლობის და ქაოსის პროპაგანდით, დესტრუქციითა და ძალადობით არ მიიღწევა.

 

ნიკანორ მელიამ, საკუთარი ქმედებით სახელმწიფოს დაუტოვა ერთადერთი უალტერნატივო გზა: აღესრულებინა სასამართლო განჩინება და პროცესები დაებრუნებინა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, რისთვისაც გულწრფელი მადლობა შს მინისტრს და თითოეულ პოლიციელს!“ - წერს მათიკაშვილი სოციალურ ქსელში. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner