logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს, საოცრებაა, გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები
- +

23 თებერვალი. 2021. 14:27

 

„ნაციონალური მოძრაობა" რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს, საოცრებაა, გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

სერგეენკო მელიას დაკავებაზე საერთაშორისო კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს, რათა ამ საქმეს პოლიტიკური შემადგენელი ჩამოაცილოს და საზოგადოებას მიაწოდოს მშრალი ინფორმაცია სამართლებრივ შემადგენელზე. სერგეენკო მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი დაემუქრება.

 

„არც ერთი სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და სიმბოლოები იყოს ხელყოფილი და იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებში, ვგულისხმობ კაპიტოლიუმზე შტურმის ორგანიზატორების დაკავებას.

 

ეს საკითხი შედგება სამი ნაწილისგან - სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო ნაწილისგან და ბოლო ორი უბრალოდ გადაბერილია. რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს გამოძიებას იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რეალური გადაწყვეტილება გვქონდეს უკვე, რათა პოლიტიკური შემადგენელი მოცილდეს ამას.

 

თავს ვიკავებ ხოლმე მაქსიმალურად ხისტი შეფასებებისგან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს და ამბობს, რომ საბჭოთა მეთოდებია, საოცრებაა, უბრალოდ გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები“, - აცხადებს სერგეენკო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner