logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შალვა ნათელაშვილი აქტივებს თუ მიპოვის, თავად დამიყადაღოს
- +

24 თებერვალი. 2021. 17:09

 

 

„შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. რაიმე აქტივებს თუ მიპოვის, დააყადაღოს თვითონ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც კონკრეტული ადამიანების მიმართ. გუშინ შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. თუ მიპოვის რაიმე აქტივებს, დააყადაღოს თვითონ, ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს, რამე აქტივებს თუ მიპოვის. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner