logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
- +

24 თებერვალი. 2021. 17:11

 

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას

 

„ჩვენი ქვეყნის მეგობარი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ გვქონდა მეგობრული შეხვედრა და ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner