logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანაზიარი ვართ, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდა მივიღოთ პოლარიზაცია, დაძაბულობა და საზოგადოების გახლეჩვა
- +

24 თებერვალი. 2021. 21:15

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

„პოლიციას ჰქონდა სრულად კანონისმიერი საფუძველი, კანონის ზედმიწევნით დაცვით, შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება განეხორციელებინა – ბრალდებული პირის დაკავება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, რა თქმა უნდა, ამ საკითხს აქვს თავისი მდგენელი, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურად აქტიური პირის დაკავების საკითხს.

როდესაც საუბარია პოლიტიკურ სუბიექტზე, აქ რა თქმა უნდა, კონგრესმენებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივ იუსტიციას.

ამასთან მიმართებით, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანის ხელში იყო გირაოს გადახდის საკითხი. მან პირველად გირაო გადაიხადა, ანუ თქვა, რომ კანონს დაემორჩილება. თუმცა შემდეგ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ მოქალაქე, რომელიც დღეს მაღაზიაში შევა და ქურდობას ან ძარცვას განახორციელებს, მან პასუხი უნდა აგოს. ხოლო სხვა მოქალაქემ, პოლიტიკოსად, რომ არის წოდებული, კანონი უნდა დაარღვიოს და პასუხი არ უნდა აგოს.

ეს მოცემულობა შემოგვთავაზა ყველას საჯაროდ. ეს სამწუხარო რეალობაა. კანონის უზენაესობის პრინციპი ყველას გვავალდებულებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენს პარტნიორებს ამას ავუხსნით და ასახსნელი და დასამტკიცებელი არაფერი არ გვაქვს. მათ აქვთ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაშიც ჩვენ ვართ თანაზიარი და ერთიანი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ პოლარიზაცია, დაძაბულობა და საზოგადოების გახლეჩვა. ეს არც ჩვენი ამოცანაა.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, დიალოგი გავაგრძელოთ რაც უნდა არ ვეთანხმებოდეთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით დიალოგი გავაგრძელოთ“,– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner