logo_geo
eng_logo
საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება
- +

25 თებერვალი. 2021. 12:06

 

„საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა, ამ კომპანიების მართვა კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ამ პროცესში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა, ეკონომიკის შემდგომი განვითარება და სწორედ ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს ვქმნით. საბჭო შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვს საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში. რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რითაც ხელი უნდა შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner