logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მზად ვართ დიალოგისთვის და კონსტრუქციულად მივუდგებით ნებისმიერ სადისკუსიო საკითხს
- +

25 თებერვალი. 2021. 12:43

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად მიუდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო.

 

„მოლაპარაკებების პროცესი არათუ პერსპექტიული, არამედ უალტერნატივოა, უბრალოდ პოლიტიკური პროცესი ვერ წარიმართება სხვაგვარად, თუ არ გვექნა დიალოგის შესაძლებლობა და მოლაპარაკება. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტორი, რომელიც უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, ის უბრალოდ განწირულია გარიყვისთვის საზოგადოების მხრიდან. საზოგადოების მოთხოვნაა სწორედ ის, რომ მოლაპარაკება აწარმოოს ყველა მხარემ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ თვალსაზრისით იმთავითვე განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად მიუდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner