logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: პოლარიზაციიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და მათი მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა
- +

25 თებერვალი. 2021. 12:53

 

 

„პოლარიზაციიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და მათი მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ჟურნალისტებთან, ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც სრულად ეთანხმებიან და იზიარებენ.

 

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის 27 ევროპული სახელმწიფოს ერთობლივი ოფიციალური განცხადება და არა რომელიმე პარტიული, ცალკეული დეპუტატის ან პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც სრულად ვიზიარებთ და ასევე მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნდეს და იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენი სულისკვეთებაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს და საპარლამენტო ცხოვრება ერთად გავაგრძელოთ, რაც არის 27 ევროპული სახელმწიფოს სულისკვეთებაც“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner