logo_geo
eng_logo
პენტაგონი: რუსეთი აშშ-ის არსებობას საფრთხეს უქმნის
- +

25 თებერვალი. 2021. 14:07

 

„რუსეთი, მიუხედავად სანქციებისა, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების არსებობისთვის კვალავაც სერიოზულ საფრთხედ რჩება“, - ეს გაცხადება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ტოდ უოლტერსმა, საჰაერო ძალების ასოციაციის ფორუმზე გააკეთა. უოლტერსის თქმით „რუსეთი მსოფლიოში დესტაბილიზაციის შემქმნელ და მავნე მოქმედებებს ახორციელებს, რომელთა დიდი ნაწილი ევროპის გვერდით ხდება".

 

ამერიკელი გენერლის თქმით, რუსეთი და ჩინეთი არქტიკის მილიტარიზაციას განაგრძობენ, რომლის მიზანი რეგიონული გავლენის ეკონომიკური დასაყრდენის შექმნაა.

 

მანამდე, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რუსეთის დესტაბილიზაციის პოლიტიკას და ჩინეთის ეკონომიკური ზრდას NATO-ს მთავარი საფრთხე უწოდა. ოსტინმა ტერიტორიებისა და მოსახლეობის დაცვის მთავარ გარანტიად შეკავების საიმედო პოლიტიკა დაასახელა.  

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner