logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: სანქციების რეჟიმი არ განიხლება, საქართველოში არაფერი ისეთი საშინელება არ ხდება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი დონის სასჯელებზე ვისაუბროთ
- +

25 თებერვალი. 2021. 14:51

 

„სანქციების რეჟიმი არ განიხლება ბუნებრივია, საქართველოში არაფერი ისეთი საშინელება არ ხდება, რომ ვისაუბროთ ასეთი დონის სასჯელებზე ჩვენი ქვეყნისთვის“,- ასე პასუხობს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს შესაძლო სანქციების თაობაზე მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

 

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს.

 

„ზოგადად არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის მოყვარეებს საერთოდ უხაროდეთ თუნდაც ის ტონი, კრიტიკა, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმოდეს,"- აცხადებს ბოჭორიშვილი.

 

ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ საუბარია არა ქვეყნისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ადამიანი არ არის და არარელევატურად მიაჩნია ამ თემაზე საუბარი.

 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორებისგან ბევრი გზავნილი გაჟღერდა.

 

„მსგავსი საერთაშორისო ხმაური შეიძლება ქვეყნისთვის სახარბიელო სურათს არ ქმნიდეს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები აფასებდნენ საერთო სურათს და არ ხდებოდეს თითოეული ფაქტის კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა",- აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

 

ის ასევე ევროკავშირის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს არის დიაგნოზი იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისკენ".

 

„პირველ რიგში უნდა დასრულდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და საპარლამენტო ცხოვრება უნდა იყოს ინკლუზიური, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დასრულდეს ბოიკოტის რეჟიმი და ოპოზიციამ მუშაობა გააგრძელოს პარლამენტიდან. ასევე, გვქონდეს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც ექნება საზოგადოების დიდი ნდობა. ასეთი ინსტიტუტების მშენებლობა შეიძლება მხოლოდ ინკლუზიური საპარლამენტო ცხოვრებით ისეთ დროს, როცა ყველა პოლიტიკური პარტია ჩართული იქნება საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner