logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები
- +

25 თებერვალი. 2021. 18:58

 

„მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, მოლაპარაკების არსი კომპრომისებს გულისხმობს.

 

„მოლაპარაკება თავის თავში მოიცავს კომპრომისებს, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს დათმობას და სხვას არაფერს. მოლაპარაკებაზე მზაობა ყოველთვის იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მართლა მჯერა, რომ ეს მოლაპარაკება ძალაში შევა და ქუჩიდან პარლამენტის ჭერქვეშ იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები და კამათები. გამოჩნდა თუ არა მოლაპარაკებებში რაიმე ახალი ფაქტორი უმრავლესობის მხრიდან, ჩემთვის ცნობილი არ არის. პირველ რიგში, ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს დასავლეთის მოწოდებები, რომელიც ცალსახადაა კრისტალიზებული: შედით პარლამენტში და საქმეები იქ გაარკვიეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner