logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას
- +

26 თებერვალი. 2021. 12:44

 

 

„ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესები დგას“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს.

 

„მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს. არსებობს შესაძლებლობა, მხარეები დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს საერთო ხედვის წერტილები, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner