logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და შედეგის მატარებელი არ არის, ამას უკვე მისი მომხრეებიც ვერ უარყოფენ
- +

26 თებერვალი. 2021. 14:36

 

 

„მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოყალიბდა უკვე, როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაც ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და შედეგის მატარებელი არ არის.

 

„მე მისი არ მჯერა, არ მჯერა არც ერთი მისი სიტყვის და საზოგადოებაც, ყველა ვხედავთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და რეალური შედეგის მატარებელი არ არის. ეს არის ფაქტი, რომელიც არაერთხელ დადასტურდა და მგონი, უკვე მისი მომხრეებიც ამას ვერ უარყოფენ. თვითონ მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოყალიბდა უკვე როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაცა ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner