logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თავად ჩამოვიდეს სააკაშვილი და სასჯელი მოიხადოს
- +

26 თებერვალი. 2021. 15:53

 

 

„ახლაც არის შეთავაზება, თუ მელია გადაიხდის გირაოს, რომელიც თავის დროზე ჰქონდა შეთავაზებული, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვლება გირაოთი“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

აღნიშნული კომენტარით სოზარ სუბარი გამოეხმაურა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გუშინდელ განცხადებას, რომ უწყება მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

 

„ნიკა მელიას მანამდეც ჰქონდა შეფარდებული ბევრი შეღავათიანი შეთავაზება. გირაო ერთხელ, სამაჯური, ხელმეორედ გირაო. გირაო მას შემდეგ, რაც ცინიკურად დაარღვია სამაჯურის აღმკვეთი ღონისძიება. თუმცა, როდესაც მან ეს არ გადაიხადა, სახელმწიფო უბრალოდ მოვალე იყო, გამოსულიყო და მისი დაპატიმრება განეხორციელებინა. ახლაც არის შეთავაზება, რაც გულისხმობს, თუკი ის გადაიხდის გირაოს, რომელიც თავის დროზე ჰქონდა შეთავაზებული, მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვლება გირაოთი. ამ შემთხვევაში, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ეს არ არის ვადით განსაზღვრული. როცა გადაიხდის, ის ისარგებლებს ამ შეთავაზებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, თავისი თანაპარტიელების ციხეში გაშვების ნაცვლად, თვითონ ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას სამართლიანმა სასამართლომ გამოუტანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა..

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner