logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს
- +

26 თებერვალი. 2021. 16:25

 

 

„სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან ვიდეოფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მუშაობის შედეგები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

 

„როგორც თურქეთს, ასევე ირანს და მომავალში, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლიათ შეუერთდნენ ამ პლატფორმას“, – განაცხადა ალიევმა.

 

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ.

 

11 იანვარს ლიდერები სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც რეგიონში ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებას ისახავს მიზნად.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner