logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს
- +

26 თებერვალი. 2021. 16:33

 

 

„არ მინდა, სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ზუსტად თუ დავითვლით, არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია, რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა, რომ სხვისი ხელით, როგორც თვითონ ამბობს, ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა, ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ მოვიგეთ ბოლოც და 2018 წლის არჩევნებიც. ქართველების 60-70%-ს ჩემი საქართველოში დაბრუნება სურს. ეს ასეა. ისინი, ვინც მთავრობაზე არიან დამოკიდებულნი და მთავრობა, რომელსაც აქვს რეპრესიული აპარატი და იარაღი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შეუშლიან ამას“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner