logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს
- +

26 თებერვალი. 2021. 16:41

 

 

„ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სურს, სხვებმა „ხელი გაანძიონ" და ამის შემდეგ ჩამოვიდეს.

 

„ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: „ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალო“ - ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა, სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

„მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა, ამავდროულად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner