logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- +

26 თებერვალი. 2021. 17:07

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას ჰუმლანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

 

შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. მხარეებმა, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე  იმსჯელეს. ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

 

გრიგოლ ლილუაშვილმა ავსტრიასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ელჩს  ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner