logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: აქციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი შეცდომებითაც არის განპირობებული ოკუპაციაც და რუსეთის გავლენაც რეგიონში
- +

26 თებერვალი. 2021. 17:35

 

 

„ყველას, ვისაც დღეს საპროტესტო ტალღა აქვს, მინდა მივმართო ყოველგვარი ნიშნისმოგებისა და გაღიზიანების გარეშე, არჩევნები არ გაყალბებულა და თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, დაავალოს საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს, რომ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დღეს აქციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი შეცდომებითაც არის განპირობებული ოკუპაცია და რუსეთის გავლენა რეგიონში.

 

„საერთაშორისო თანამეგობრობას არასოდეს წაუღია უკან თავისი მოწოდება, რომ პარლამენტში უდნა მოხდეს დაპირისპირებები და არა ქუჩაში და იმ აგრესიით, რასაც გვპირდებიან აქციის ლიდერები. საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება იმ გეგმებს, რომლებიც აქვს მიხეილ სააკაშვილს და ყველას, ვინც გარშემოა შეკრებილი. არანაირი ნიშანი ან საფუძველი იმისა, რომ ვინმემ რაღაც პრორუსულ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, არ არსებობს. პირიქით, ოკუპაციაც და რუსეთის გავლენაც რეგიონში განპირობებულია იმ დანაშაულებრივი შეცდომებით, რომლებიც იმ ხალხმა ჩაიდინა, ვინც დღეს ამ აქციებს ხელმძღვანელობს. ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამას საფუძველიც აქვს და დასაბუთებაც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner