logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ძალაუფლება დაიბრუნოს
- +

26 თებერვალი. 2021. 17:55

 

 

„ნიკა მელიას, მისი პარტიისა და მის გარშემო შეკრებილი ადამიანების მიზანი არ არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. პირიქით, მათი მიზანია კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ქვეყნის შეჯანჯღარება, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ძალაუფლება დაიბრუნოს.

 

მათი მიზანი არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია და ყველაფერი ის, რაც არის ბიძგი მღელვარებისკენ. მათი მიზანია, რომ დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner