logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას მოქმედების მოტივი პოლიტიკური ვნებათაღელვის გამოწვევაა
- +

26 თებერვალი. 2021. 17:56

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მოქმედების მოტივი ის არის, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს და თავისი როლი ამ მიმართულებით განავითაროს.

 

„თუ მელია ამბობს, რომ სახელმწიფო დევნის, თითქოს, ბრალდება შეუთითხნეს და ა.შ. სასამართლო ჩატარდა და ყველამ ნახა, მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ როგორ მოუწოდებდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოინდომა, ეს პროტესტი გამოიყენოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რაც არ გამოუვათ, რადგან სიმართლეს ვერ ეწინააღმდეგება ვერცერთი ძალა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner