logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, ნიკა მელია ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსხვერპლის როლში და დივიდენდები მიიწეროს
- +

26 თებერვალი. 2021. 18:18

 

 

„მე არ მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა ნიკა მელიას მხრიდან, როცა არ თანხმდება გირაოს გადახდასა და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს და მისცემს მას შესაძლებლობად, რომ განთავისუფლდეს საპატიმროდან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ნიკა მელია ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსხვერპლის როლში და დივიდენდები მიიწეროს.

 

„ეს არ მგონია, სწორი იყოს. იმდენად აშკარადაა საზოგადოებისთვისაც, რომ პატიმრობის შემოქმედი თავად ნიკა მელიაა, რომ ვფიქრობ, ეს არ არის ის ფინტი, რითაც შეიძლება საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner