logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: გლობალური პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას
- +

27 თებერვალი. 2021. 13:24

 

 

„კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა. მანამდე, Fitch - ის სარეიტინგო სააგენტომაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და რეიტინგი შეუნარჩუნა საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, სარეიტინგო სააგენტოებიც და შემდგომში უკვე უცხოელი ინვესტორებიც ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P“ - ის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნების შესახებ.

 

„მთავარი, რაც აღნიშნულია ანგარიშში, ისაა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ერთგულება რეფორმების კურსისადმი, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რაც აამაღლებს საქართველოს, მისი საინვესტიციო გარემოსა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო ნდობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

„S&P“-ის შეფასებით, საქართველოს რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებს წარმოადგენს: საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების დროულად მიღება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერე და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა, რასაც, თავის მხრივ, საფუძველს უქმნის ქვეყანში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა, ყველა სარეიტინგო კომპანიის მიერ აღიარებულია საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარდამჭერ ფაქტორად.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner