logo_geo
eng_logo
გიოგი ვოლსკი: ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული
- +

27 თებერვალი. 2021. 17:08

 

„ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,

 

მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში რეიტინგი, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია.

 

„ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული. იგივე ვალუტის კურსზე შეტევა, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების დამძიმება, არის ის მექანიზმები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს, რომ იქნებ არეულობიდან რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს, რაც უპერსპექტივო ძალისხმევაა.

 

მაგრამ, ამავე დროს, არის კიდევ ერთი ხაზგასასმელი მომენტი. რეიტინგი არ არსებობს მსოფლიოში, არცერთი მიმართულებით, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია, სიტყვის თავისუფლებით, დემოკრატიით, ბიზნესის კეთებით, სასამართლოს ან მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ფაქტი.

 

რასაკვირველია, ძალიან რთულია, ამ ფაქტების ფონზე მოლაპარაკების მაგიდასთან მიხვიდე და ილაპარაკო საქმეზე და არა იმაზე, თუ როგორ დაანგრიო და არეულობა გამოიწვიო.ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ეს კარგად იცის ოპოზიციამ, ბევრი ადამიანი, რომელიც საზარბაზნე ხორცად უნდათ, რომ გამოიყენონ, არის თემატური ჯგუფი, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ პანდემიის წასვლის პირობებში, მთელ მსოფლიოში დაგროვილი რესურსი, რაც ბიზნეს გააჩნია, იქნება შეტანილი იმ ქვეყნებში, სადაც სტაბილურობაა “, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner