logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: ანგარიშის გზავნილია, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ
- +

27 თებერვალი. 2021. 18:06

 

„გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს.

 

„გზავნილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ნაკლებად მოწყვლადი, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მიმართ, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, თუმცა ამ გარემოს აქვს მნიშვნელოვანი მოწყვლადობის ხარისხი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ამიტომ ანგარიში პირდაპირ არის ხაზგასმით აღნიშნული, რომ პოლიტიკური გარემოს შემდგომი დაძაბულობა და რადიკალიზაციის გაღრმავება ხელს შეუშლის ქვეყნის საშუალო ვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური გარემო შენარჩუნდეს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა - პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, ეს უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტოა, რომელმაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner