logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: შარლ მიშელის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და არ მგონია, რომ ოპოზიციის ინტერპრეტაციებს საფუძველი ჰქონდეს
- +

1 მარტი. 2021. 11:26

 

„შარლ მიშელის ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაგეგმილია და არ მგონია, რომ ოპოზიციის ინტერპრეტაციებს საფუძველი ჰქონდეს“, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით.

 

სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ინტერპრეტაციაა ის, რომ შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პერიოდში ჩამოდის.

 

„საკმაოდ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტია. მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში იმ დროს, როცა ჩვენ ვართ ასოცირებული სახელმწიფო და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია და შესაძლებლობა შემდგომი თანამშრომლობისა ევროპულ სტრუქტურებთან. აქედან გამომდინარე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი გახლავთ და დიდია იმედი, რომ შემდგომი თანამშრომლობის მომდევნო ჰორიზონტებსაც გამოაჩენს.

 

„კრიზისის პერიოდს“ როგორც ამას ოპოზიცია უწოდებს, რომ დაემთხვა ამ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი, ამაზე გასაგებია, რომ ოპოზიცია გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს. თუმცა, ამას საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტია და არ მგონია, რომ ასეთ ინტერპრატაციებს შეიძლება საფუძველი ჰქონდეს,“ - აცხადებს სარჯველაძე.

 

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც თბილისს სტუმრობს, დღეიდან ოფიციალურ შეზვედრებს იწყებს. ის შეხვდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner