logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა
- +

1 მარტი. 2021. 13:49

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. შარლ მიშელი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 

სოფელ ხურვალეთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

 

ამასთან, შარლ მიშელი ხურვალეთის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

 

შეგახსენებთ, ​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა დღეს პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. დღესვე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

 

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

 

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner