logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
- +

1 მარტი. 2021. 15:15

 

 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, ისინი შარლ მიშელთან შეხვედრაზე ყურადღებას პოლიტიკურ კრიზისზე გაამახვილებენ და თავიანთ მოთხოვნებს გააცნობენ.

 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პოლიტიკური კრიზისის გამწვავება და გაღრმავება საბოლოოდ ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური განვითარების გზას.

 

„ჩვენი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც ფაქტობრივად, უმაღლესი დონის პოლიტიკური წარმომადგენელია ევროკავშირისგან, შეეხება იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პოლიტიკური კრიზისის გამწვავება და გაღრმავება საბოლოოდ ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური განვითარების გზას. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ჩართულობა ამ კრიზისის დარეგულირებაში. ჩვენი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს არის პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული - ქვეყანაში, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner