logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ვიზიარებთ დეესკალაციის თხოვნას, ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ
- +

1 მარტი. 2021. 16:33

 

„ვიზიარებთ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომელმაც საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება შეაფასა.

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გუნდი ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს იზიარებს.

 

„ნებისმიერი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იქნება თუ ინსტიტუცია, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში განცხადება გააკეთა, თითოეული ასეთი განცხადების სულისკვეთება იყო დეესკალაცია და იმ ტემპერატურის დაწევა, რომელიც ოპოზიციის მაქსიმალური რადიკალიზების სურვილიდან გამომდინარე მივიღეთ. ამიტომ, ჩვენ ვიზიარებთ ამ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით, ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა წილოსანმა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი დროულად დაიწყება.

 

„როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ჩვენ შეთავაზებების ფარგლებში შეგვიძლია მუდმივი რეალური დიალოგის რეჟიმი გავაგრძელოთ ოპოზიციასთან. იმედი მაქვს, ის მოცემულობა, რაც ოპოზიციის ძალისხმევით მივიღეთ ქვეყანაში, მაქსიმალურად დროულად აღმოიფხვრება", - განაცხადა წილოსანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner