logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო, მადლობა შარლ მიშელს ამ ინიციატივისთვის
- +

1 მარტი. 2021. 18:54

 

„მე მზად ვარ ოპოზიციასთან შეხვედრისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის, მე მინდა საჯაროდ დავადასტურო - მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღო და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შარლ მიშელმა დღეს საღამოს, მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე დაპატიჟა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner