logo_geo
eng_logo
პარლამენტში შარლ მიშელი არჩილ თალაკვაძეს ხვდება
- +

1 მარტი. 2021. 18:59

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება.

 

შეხვედრას ასევე ესწრებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და „მოქალაქეების" ერთ - ერთი ლიდერი, ვიცე- სპიკერი ლევან იოსელიანი.

 

მანამდე მას შეხვედრა ჰქონდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

 

შარლ მიშელი დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრო.

 

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner