logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთო ეროვნული კონსესუსი - ეს ის არის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება
- +

1 მარტი. 2021. 22:45

 

„შეხვედრა გაიმართა კონსტრუქციულ რეჟიმში, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ასეთივე კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს დიალოგს.

თავის მხრივ, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ა მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება.

 

„ჩვენ პრინციპული პოზიციები გვაქვს გარკვეულ საკითხებზე. მოვსმინეთ თითოეული მონაწილის კითხვები.

შევთანხდმით რომ ეს დიალოგი გაგრძელდება.

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესს.

 

საერთო ეროვნული კონსესუსი ეს ის არის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner