logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მოლაპარაკებას და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს
- +

2 მარტი. 2021. 00:20

 

 „ქუჩის აქციები, პიკეტები და სიტუაციის რადიკალიზაცია არ არის ის გზა, რასაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დაეთანხმება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრას.

 

ექსპერტის თქმით, შარლ მიშელი დაინტერესებულია საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის, აქ კი ხელისუფლებისა და ევროკავშირის აზრები სრულ თანხვედრაშია:

 

„პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულმა მოლაპარაკებამ რამდენიმე რამ აჩვენა:

 

  • ხელისუფლება განწყობილია პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტავად და დიალოგის გასაგრძელებლად, სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

 

  • ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მოლაპარაკებას და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს

 

  • ქუჩის აქციები, პიკეტები და სიტუაციის რადიკალიზაცია არ არის ის გზა, რასაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დაეთანხმება

 

  • ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი საკითხით სპეკულირება, სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება და შეთანხმება არ შედგება პოლიტიკური პოპულიზმის გამოვლინებაა.

 

მოკლედ, რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე, ბატონი შარლ მიშელი დაინტერესებულია საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის, აქ კი ხელისუფლებისა და ევროკავშირის აზრები სრულ თანხვედრაშია!“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner