logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: გავიგეთ, რომ საბოტაჟის რეჟიმშია ოპოზიცია, მაგრამ ლოგიკა არ არსებობს, პარლამენტში არ მოხვიდე და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
- +

2 მარტი. 2021. 14:13

 

„საარჩევნო რეფორმა უზრუნველყოფს, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან სპეკულაციებს წერტილი დაესვას. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიულობის მიმართულებით“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

 

„იმედია, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, რესურს გამონახავენ, რომ ბარიერის დაწევის მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას, რამდენად ლოგიკურია-რაც არ უნდა საბოტაჟის რეჟიმში იყო, კენჭისყრაში მაინც არ მიიღო მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირო იმას, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. რაც არ უნდა საბოტაჟის რეჟიმში იყო ლოგიკა არ არსებობს, პარლამენტში არ მოხვიდე და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, მზად ვართ, კონსულტაციებისთვის. ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, რაც გააჩნია, ორ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას და „ქართულ ოცნებას“. მათი შემოსვლის გარეშე საარჩევნო ბარიერი ფიზიკურად ვერ დაიწევს. გავიგეთ, რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან, მაგრამ უკეთესს საარჩევნო რეფორმას ვიღებთ და მხარი დაუჭირონ. თუ საუბრობენ იმაზე, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები ადარდებთ, ე.ი. სამწუხაროდ, ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ და არაფრად მიაჩნიათ, სახელმწიფოებრივი საკითხები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

https://1tv.ge/news/anri-okhanashvili-gaviget-rom-sabotadjis-redjimshia-opozicia-magram-uketess-saarchevno-reformas-vighebt-da-mkhari-dauchiron-logika-ar-arsebobs-parlamentshi-ar-mokhvide-da-kenchisyrashi-monawileo/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner